ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთს გენერალური განაშენიანების გეგმა რამდენიმე თვეში ექნება
28 ივნისი, 2017

რამდენიმე თვეში თუშეთს გენერალური განაშენიანების გეგმა ექნება. შესაბამისად, განისაზღვრება აღნიშნული რეგიონი როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბარისას ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური აცხადებს. მისი მტკიცებით, თუშეთის გენერალური განვითარების გეგმაზე მუშაობა უკვე 2-3 თვეა მიმდინარეობს და უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შერჩეულმა კომპანიამ შპს სტუდია 21-მა განაშენიანების გეგმა სამუშაოების დაწყებიდან 1 წელიწადში უნდა დაასრულოს"-აცხადებს ბაიდური.

მისი განცხადებით, თუშეთის სოფლების უდიდესი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შედეგად, განაშენიანების გეგმის მიხედვით განისაზღვრება როგორ უნდა განვითარდეს კურორტი და რა პრიორიტეტით. მისი მტკიცებით, განაშენიანების გეგმის გაკეთება სივრიცითი მოწყობის გეგმასთან ერთად ხდება.

შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი2016 წელს გამოაცხადა.გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,სტუდია 21," რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესამუშავებლად.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.