თუშეთს ინტერნეტი უკვე მიეწოდება. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურიძის განცხადებით, პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ინტერნეტი ამ ეტაპზე სოფელ ომალოს ორ ოჯახს მიეწოდება. უჩა სეთურიძის თქმით, დამონტაჟებულია სამი გადამცემი ანძა: აბანოს უღელტეხილზე, დიკლოსა და ჭიღლაურთას კეხზე.
"ამ ეტაპზე სულ 20-მდე განაცხადია შემოსული და ქსელში მათი ჩართვა უახლოეს პერიოდში მოხდება. ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნა უჩა სეთურიძემ.
პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის "ინტერნეტსაზოგადოება" დაფინანსებით ხორციელდება.
imedinews.ge