ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთში პირველი თოვლი მოვიდა
02 ოქტომბერი, 2017

თუშეთში პირველი თოვლი უკვე მოვიდა. ამის შესახებ "აიპრესს"  გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ განუცხადა.

"პირველი თოვლი თუშეთში უკვე მოვიდა, თუმცა ავტომობილების მოძრაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. კომპანიას, რომელიც ამჟამად გზის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს ახორციელებს, ხელშეკრულება 15 ოქტომბერს უმთავრდება, ამავდროულად გახშირდა წვიმაც, რამაც შესაძლოა გააქტიუროს მეწყერული პროცესები და გზა ჩაიკეტოს. ვესაუბრე სასტუმროების მეპატრონეებს და მწყემსებს, რომ დაიჭირონ თადარიგი, გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლადო კახოიძემ.

ცნობისთვის, თუშეთში გზა ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება და მთაში მხოლოდ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები რჩება.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.