ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება
30 მაისი, 2019

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, თუშეთში შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა, პროექტის განხორციელებით კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც ამ ეტაპზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

საბაგირო გზის მშენებლობის ლოკაციად აბანოს უღელტეხილი განიხილება.

“თუშეთში არის ძალიან საინტერესო შემოთავაზება საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს კერძო ინვესტიციაა, უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მშენებლობა არ იქნება ხანგრძლივი და 1–წლიანი პერიოდი საკმარისი იქნება. ამ ეტაპზე შეხვედრა მიმდინარეობს იტალიაში, იმ კომპანიის წარმოდგენლებთან, რომლებმაც ამ საბაგიროს გზის მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა უნდა მოახდინოს. საინტერესოა რა კონკრეტული პროექტით დაბრუდნებიან.

ვფიქრობთ რომ გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია ლოკაციას, საიდანაც ძალიან ვიწრო, ტყიანი ხეობა სრულდება და გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ლოკაციაზე დასრულდება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.