ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თვლა საერთაშორისო სტანდარტებით
06 ივნისი, 2018

ტურისტებს უცხოელი სტანდარტების შესაბამისად დაითვლიან.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტებმა საქართველოში არსებული ტურიზმის სტატისტიკის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირება მოახდინეს. პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ დაფინანსებით განხორციელდა.

საქართველოში შემოსული უცხოელი მოქალაქეების სწორად აღსარიცხად სამუშაოებში ჩართული იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც ტურიზმს ადმინისტრაციაში განმარტავენ, უწყებათაშორისი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა, საქართველოში დღეს ტურიზმის სტატისტიკა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია. სამუშაოების დროს შესწორდა არსებული და დაემატა ახალი კონცეფციები.

ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან:

• საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის აღრიცხვის ნაცვლად ითვლება მათი დასრულებული ვიზიტები (ქვეყნის დატოვება)
• საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს დაემატა სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები, თუმცა გამოაკლდა საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტები
• საქართველოში პირველად შემუშავდა ჩვეული გარემოს (ტერიტორია, სადაც ადამიანი ახორციელებს რუტინულ ცხოვრებას) კონცეფცია, რომელშიც შედის ერთი თვის განმავლობაში 8-ჯერ ან მეტჯერ განხორციელებული ვიზიტები. 
• საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები განისაზღვრა, როგორც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი. მის დასათვლელად მოხდა უგულველყოფა იმ სეგმენტის რომელიც ტურიზმისთვის საინტერესო არ არის, კერძოდ გამოაკლდა ჩვეულ გარემოში განხორციელებული ვიზიტები. 
• საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები გაიყო ორ ნაწილად. ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავს განისაზღვა ტურისტულ ვიზიტად, დანარჩენი ვიზიტები კი ერთდღიან ვიზიტებად.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.