ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„წლევანდელ ტურიზმზე დიდ იმედებს ვამყარებთ“ - $15 მილიონიანი სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi 4 ივლისს იხსნება
04 ივლისი, 2022

თბილისში სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi 4 ივლისს გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დასრულებულია.

„სასტუმროს გახსნას შარშან ვგეგმავდით, თუმცა პანდემიის და შესაბამისად ტურისტების სიმცირის გამო გადაიდო და წელს ვხსნით. სამუშაოები დასრულებულია და ივნისის თვეში უკვე დავიწყეთ სტუმრების მიღება. თუმცა ოფიციალური გახსნის ცერემონიალი და შემდეგ უკვე აქტიური მუშაობა 4 ივლისიდან დაიწყება.

წლევანდელ ზაფხულის სეზონზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან უკვე შეინიშნება ტურისტების სიმრავლე და ვფიქრობთ Golden Tulip-ის მსგავს სასტუმროებზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდი იქნება. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია“, - ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო ბორჯომში უკვე ფუნქციონირებს. ეს კი თბილისში ამ ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება, რომელიც 11 სართულს და 80 ნომერს მოიცავს. სასტუმროში განთავსებული იქნება ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და ლაუნჯ-ბარი.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.