ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
15–მილიონიანი სასტუმრო Golden Tulip თბილისში შემოდგომაზე გაიხსნება (ფოტოები)
11 ივნისი, 2021

თბილისში სასტუმრო Golden Tulip-ი შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს შიდა სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თუმცა ტურისტების სიმცირის გამო მისი გახსნა შემოდგომამდე არ იგეგმება.

„სასტუმროს გახსნას შარშან ვგეგმავდით, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და წელს შემოდგომაზე გავხსნით. სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია. მართალია ტურისტების ზრდა შეინიშნება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ შემოდგომამდე სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია“, - ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო ბორჯომში უკვე ფუნქციონირებს. ეს კი თბილისში ამ ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება, რომელიც 11 სართულს და 78 ნომერს მოიცავს. სასტუმროში განთავსებული იქნება ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და ლაუნჯ-ბარი. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.