ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: 1-ლი მაისიდან საკონსულო სამსახურის მომსახურების საფასური შემცირდა
02 მაისი, 2022

1-ლი მაისიდან შემცირდა საკონსულო სამსახურის მომსახურებისათვის დადგენილი საფასური. კერძოდ:

სრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს – 44.67 ევროს;


არარულწლოვანთათვის (18 წლამდე), ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს – 22.33 ევროს;


საფასური განქორწინების რეგისტრაციისათვის შეადგენს- 22.33 ევროს;


საფასური სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაციისათვის შეადგენს – 22.33 ევროს.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.