უცხოელები საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ინვესტირებით ინტერესდებიან
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 22 მლნ დოლარია ინვესტირებული, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16,1 მლნ დოლარს შეადგენდა.
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი უცხოელ ინვესტორთა ინტერესს იმსახურებს და ის ეკონომიკისინვესტირებად სექტორის TOP-5-შია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში სულ 90 მლნ დოლარი იყო ინვესტირებული.
www.travelingeorgia.ge