ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"უცხოელები, ვინც საქართველოში ტურისტულ მომსახურებას ეწევიან, გადასახადებს არ იხდიან, მაშინ როდესაც ადგილობრივები იხდიან"
06 ივნისი, 2017

შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია საქართველოში არარეგისტრირებული ტურისტული კომპანიების პრობლემაზე საუბრობს. ასოცაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიების ოპერირება ქართულ ტურ-ოპერატორებს პრობლემებს უქმნიან და ისინი არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებიან. 
ია თაბაგარი ამბობს, რომ ტურისტული კომპანიების ლიცენზირება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან აღნიშნულ კომპანიებს, რომლებიც უმეტესად უცხოურებია რეგისტრაციის გავლა არ გაუჭირდებათ. 

„საუბარია იმაზე რომ დარგი გადავიდა ქუჩაში. როგორ უნდა დავიცვათ თავი - ამაზე პასუხი არ გვაქვს რადგან როგორც კი მათ დასჭირდებათ რაიმე საბუთი მაშინვე დარეგისტრირდებიან. 

საკითხს მხოლოდ კერძო სექტორი ვერ მოერევა, სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. უამრავ ქვეყანაში ეს კონტროლდება. საჭიროა ტურ-ოპერატორთა შეხვდრა და სწორი სტრუქტურის შექმნა. 

აღნიშნული კომპანიები გადასახადებს არ იხდიან, მაშინ როდესაც ადგილობრივები იხდიან, არადა ისინიც იგივე საქმიანობას ეწევიან. როდესაც მილიონიბით ტურისტზე ვსაუბრობთ უნდა ვიცოდეთ სად მიდის ეს თანხა, სახელმწიფოში თუ მის გარეთ“, - ამბობს ია თაბაგარი. 

ტურისტული კომპანიების ნაწილი დარგის ლიცენზირების აუცილებლობაზე მიუთითებს. ის ტურისტული კომპანიები, რომელთაც ბაზარზე საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, პირდაპირ მიუთითებენ, რომ ტურიზმის სექტორი სრულიად უმართავი გახდა, რადგან დღეს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ყოველგვარი გამოცდილების და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლია გახსნას ტურისტული სააგენტო.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.