ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოელებისთვის საიმიგრაციო ვიზის მიღება გართულდა
10 ივნისი, 2019

1 ივლისს ძალაში შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ძირითადად უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება.

აქამდე მოქმედი კანონით, თუ საიმიგრაციო ვიზის მიღება შეეძლო პირს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 35 000 დოლარს ეკვივალენტს ლარში, 1 ივლისიდან ვიზის მისაღებად უცხოელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 100 000 დოლარს უნდა აღემატებოდეს.

საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას აკრედიტაციის ცენტრის მიერ სერთიფიცირებული შემფასებელი დაადგენს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.