ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერთან საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა
30 ივლისი, 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  შუა განახლებაში უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის ქვედა ეკლესიამდე მისასვლელი საფეხმავლო და გადასავლელი ბილიკი მოეწყობა. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტერასისა, კიბისა და ბილიკის გასწვრივ უსაფრთხოების მოაჯირები.

დაიგეგმა ტაძრის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი კუთხის საძირკვლის დონეზე მეწყერისგან გამომდინარე სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად სახელდახელოდ დაბეტონებულ-გამაგრებული მასის კორექტირებას და საპირე ქვის წყობის აღდგენას იმავე ჯიშის ბუნებრივი ქვით.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტაძრის ჩრდილოეთისა და დასავლეთის შესასვლელი კარებები ახლით შეიცვლება.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა მცირე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და გაიცა რეკომენდაციები ჩასატარებელი სამუშაოების განსახორციელებლად.

კვლევების შედაგად მიღებული მასალების ანალიზის შედეგად განისაზღვრა და არსებულ კლდოვან გრუნტს მოერგო საფეხმავლო კიბე-ბილიკი რომელიც ნაწილობრივ შეჭრილი იქნება არსებულ კლდოვან გრუნტში და მიუყვება რელიეფის ქანობს. ტაძრის დონეზე ტერასის ზღვარი განისაზრვრა ტაძრის დასავლეთის კედლიდან 1.5 მ-ით რაც უზრუნველჰყოფს ტაძრის დასავლითის კარის მიმართულებით შეუფერხებელ გადაადგილებას. ტერასის საყრდენი კედლის ნაცვლად, იმ ადგილებში სადაც მოსაწყობი საყრდენი კედლის ეკრანის სიმაღლე რელიეფის ციცაბო ქანობის გამო სცილდება ვიზუალური აღქმის მაშტაბს, პროექტში გამოყენებულია ორ საპირისპირო საყრდენზე დაფუძნებული ქვის თაღი რათა ნაკლებად მოხდეს ტაძრის საყრდენი კლდოვანი გრუნტების ტაძრის სიახლოვეს ჩასატარებელი მექანიკური ნგრევა-დამუშავება რომელთა შემცირება ხელს შეუწყობს ტაძრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოულოდნელი შედეგების თავიდან აცილებას.

ასეთივე თაღი იქნა გამოყენებული მოპირდაპირე ბუნებრივი ტერასისკენ მიმავალი ბილიკის საყრდენად რაც უზრუნველჰყოფს ციცაბო ფერდობზე მოდენილი ზედაპირული წყლების უსაფრთხო გატარებას. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ტაძრის დასავლეთით კლდოვანი ფრაქციული გრუნტოვანი ფენის გასამაგრებლად დაბეტონებული მცირე ზომის კედლის მოპირკეთება კლდოვანი ფლეთილი ქვებით რათა შემცირდეს მისი აქტიურობა. საფეხმავლო ბილიკისა და ბაქნის გასწვრივ მოსაწყობი მოაჯირი შესრულდება ლითონით, მისი ცალკეული დეტალების ერთმანეთთან შედუღებისა და სამონტაჟო ანკერების მონაცვლეობით.

უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის სამუშაოებს კომპანია "ტაოტბელი" ახორციელებს. სამუშაოებუი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.

უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა და ორ ეკლესიას აერთიანებს: პირველი, რომელიც კლდეში ნახევრად არის გამოკვეთილი, ძველია. მეორე კი ქვით ნაშენი უგუმბათო ეკლესიაა, რომელიც 1858 წელს აუგიათ. მეცნიერთა მოსაზრებით, უდაბნოს მონასტერი VI-IX საუკუნეების უნდა იყოს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში "გურიელის კარის მოძღვრად", აგრეთვე "საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ" იხსენიება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.