ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უდაბნოში სვანური კოშკი ფორმის მოსაცდელი აშენდა
25 ოქტომბერი, 2018
საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს შესასვლელთან ტურისტული ტიპის მოსაცდელი აშენდა.
 
მოსაცდელს ტრადიციული სვანური კოშკის ფორმა აქვს, რომლის გვერდით  ფანჩატური მოეწყო. დასრულდა ტერიტორიის შემოღობვა. დაიდგა სკამები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლოეს პერიოდში ტურისტული ბანერი და ნაგვის ურნებიც დამონტაჟდება.
 
პროექტის ღირებულება დაახლოებით 19000 ლარია და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“დააფინანსა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციისერთ-ერთ მიმართულებას ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, სოფელ უდაბნოს და მისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ უდაბნოს სამონასტრო კომპლექსს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ ტურისტული ბანერი პირველად ჩასულ დამთვალიერებლებს აუცილებელი ინფორმაციების მიღებაში დაეხმარება.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.