ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უძრავი ქონება ევროპაში - რომელ ქალაქებშია ყველაზე ძვირი და იაფი ბინები
24 ნოემბერი, 2022

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე უძრავი ქონების ფასების მასშტაბური კვლევა ჩატარდა. საერთო ჯამში, კვლევამ მოიცვა ევროპის 23 ქვეყანა და 68 ქალაქი. ევროპის საცხოვრებელი ბაზრების მიმოხილვის საბოლოო ანგარიში Property Index საკონსულტაციო კომპანია Deloitte-მა წარმოადგინა.

ტოპ 5 ქვეყანა ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებით

ახალი შენობების ღირებულების გათვალისწინებით, ყველაზე ძვირი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, სადაც 1 კვ/მ-ის ღირებულება დაახლოებით 4905 ევროა.
შემდეგი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების რეიტინგში მოდის ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები.

თუ ვსაუბრობთ ქალაქებზე, რომლებშიც ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა, მაშინ ისინი პარიზი და მიუნხენი აღმოჩნდნენ.
საცხოვრებლის ფასების ზრდაში ლიდერები იყვნენ სლოვაკეთის ქალაქი კოშიცე, სადაც უძრავი ქონების ფასები 38,2%-ით გაიზარდა და ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, სადაც 27,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბალი ფასი უძრავი ქონების შესაძენად

ყველაზე იაფი საცხოვრებლის ყიდვა შესაძლებელია ბალკანეთში: მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ბინა კვ/მ-ზე არაუმეტეს 1000 ევროდ. ძველი აშენებული ბინა კიდევ უფრო იაფი დაჯდება.


კვლევის მიხედვით, სერბეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, პორტუგალიაში, ირლანდიასა და ლატვიაში საცხოვრებელი კვ/მ არაუმეტეს 2000 ევრო ღირს

მკვლევრებმა ასევე დაასახელეს ევროპული ქალაქები ახალი საცხოვრებლის ყველაზე დაბალი ფასებით. ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მხოლოდ ორი ქალაქია, სადაც საცხოვრებლის ყიდვა შეგიძლიათ არაუმეტეს 1000 ევრო კვ/მ-ზე. ეს ქალაქებიაო ვარნა - 885 ევრო კვ/მ-ზე და ბურგასი - 900 ევრო კვ/მ-ზე.

ამავდროულად, ძველი სამყაროს ერთადერთი ქალაქი, სადაც რეალურად დაფიქსირდა უძრავი ქონების ფასების ვარდნა, იყო ფრანგული მარსელი (-6%) და სლოვენური ცელიე (-6,1%).

საცხოვრებელი სახლების ქირავნობა: რომელ ქალაქებში აქვთ ყველაზე მაღალი და დაბალი ფასები

გაქირავების საშუალო ფასის გათვალისწინებით, პარიზი აშკარა ლიდერია კვ/მ-ზე მინიმუმ 29.1 ევროთი. ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე იაფი საცხოვრებლის დაქირავება შესაძლებელია ბულგარეთის ქალაქებში ვარნასა და ბურგასში.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში გათვალისწინებული იყო მხოლოდ დიდი დასახლებები. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პატარა ქალაქებსა და დასახლებებში საცხოვრებელი სახლი გაცილებით იაფია.

coomersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.