ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზღაპარია თუ ნამდვილი?! -კითხვა , რომელიც მალე ,,კურორტ უჯარმა’’-ს’’- ნახვისას გაგვიჩნდება
23 მარტი, 2017

კურორტი   უჯარმა

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი. მათ ადგილობრივი მოსახლეობა,  საუკუნეების განმავლობაში  სამკურნალოდ იყენებდა. ეს  მინერალური წყლები მრავალ დაავადებას  წამალზე გაცილებით  უფრო ეფექტურად კურნავს. ამასთან  მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, როცა მას თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე. სწორედ ასეთი ერთ-ერთი გამორჩეული და  საუცხოო ადგილია- უჯარმა.

თბილისიდან ოციოდე კილომეტრში, კახეთში, საგარეჯოს რაიონში, უჯარმის ციხემდე , მდებარეობს  სამკურნალო კურორტი-უჯარმა. . სოფელი უჯარმისთვის, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს კურორტი “უჯარმა”. ბალნეო-თერაპიული მკურნალობა ,ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, გამაჯანსაღებელი პროცედურები  მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

 კურორტ "უჯარმაში" დასვენება რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის .აქ დამსვენებლებისათვის სასიმოვნო გარემოა შექმნილი.სუფთა ჰაერი და განსაკუთრებული ბუნება  უჯარმის კურნებად მნიშვნელობას დამატებით ღირსებებს სძენს.

 

რას  გვიამბობენ უჯარმაზე...

მე - 20  საუკუნის პირველ ნახევარში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში დაიდგა რამოდნეიმე ნავთობის საძიებო დანადგარები.  ნავთობის მაგივრად ერთ-ერთი ჭაბურღილიდან ამოიფრქვა უნიკალური სამკურნალო, ცხელი წყალი. აღნიშნული წყალი წლების განმავლობაშ მიტოვებული იყო.  აი რას გვიამბობს  ქალბატონი,  თინა მაღათლდაძე, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია და ამჟამად ,,კურორტ უჯარმის’’ ბუღალტერი გახლავთ:

-,,  სოფლის  ახალგაზრდობა დავინტერესდით და  ხშირად დავდიოდით ამ წყლებზე. ვიბანდით ხელ-პირს და  ძალიან მოგვწონდა ის ფაქტი,რომ კანი რბილი და გლუვი გვიხდებოდა. ამხანაგებს შორის ორ გოგონას ხელებზე მეჭეჭები ქონდა. ჩვენი მეგობარი ბიჭი გაეხუმრა მათ  და დამაჯერებლად და მთელი სერიოზულობით ურჩია, მეჭეჭზე მაზუთი წაესვათ. გოგონებმა მაშინვე გაიპოხეს ხელ-ფეხი. ერთმა გოგონამ კი თავი შეუშვირა მჩქეფარე  წყალს, თმები მცვივა და იქნებ მიშველოსო. მოხდა სასწაული, ვაჟის ხუმრობა რეალობად იქცა, რამოდნეიმე დღეში გოგონებს მეჭეჭები გაუქრათ, მესამე გოგოს კი თმების ცვენა შეუჩერდა და თმა უფრო ხშირი და რბილი გაუხდა.ჩვენ  ვენახი ამ წყლის სიახლოვეს გვქონდა და იქ პატარა  ქოხიც გვედგა. ამხანაგებს ისე მოსწონდათ იქაურობა, რომ სახლში წასვლა აღარ უნდოდათ და ხშირად რჩებოდნენ  ჩვენთან ამ ქოხში .

შემდგომ თანდათან  ცხელი წყლის გარშემო გახშირდა აბაზანები. რასაც კიდევ ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი. ჩვენს  სოფელში ცხოვრობდა ომის ინვალიდი ,თედო აბელაშვილი .(სპორცმენი, მოჭიდავე თევდორე აბელაშვილის პაპა).თედო პაპა  მთლად დაკრუნჩხული ხელ-ფეხით სახლში და ეზოში ძლივს დახოხავდა. ყავარჯნის დაჭერის თავიც კი არ ქონდა. მას მიწაში ამოთხრილ წყალში ჩააწვენდნენ ხოლმე. და აი, მოხდა კიდევ ერთი სასწაული  იგი ამ აბაზანებით ისე განიკურნა, რომ სოფელში კალატოზად დაიწყო მუშაობა და ერთ-ერთ საუკეთესო ხელოსნად ითველბოდა.  მან დიდხანს , ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და  შეესწრო კიდეც იმ პერიოდს როცა  ,,კურორტი უჯარმა’’საყოველთაოდ ცნობილი გახდა. თავისი წვლილი კურორტის ცნობადობაში თავადაც შეიტანა. თედო ძია ენაწყლიანი კაცი იყო და ყველას ხალისით უყვებოდ თავისი განკურნების ამბავს. არაერთხელ ჩასულა რაიონში  მეტი ყურადღების მოთხოვნით’’

 როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ,რომ მიწიდან ამოსული წყალი არც შრებოდა და არც რამე აკლდბეოდა. 1960 წელს მეცნიერებმა და მკვლევარებმა დაიწყეს  წყლის  გამოკლვლევა და დადასტურდა წყლის სამკურნალო თვისებები.ასე დაარსდა 1962 წელს კურორტი უჯარმა და ის  დღეს სოფელ უჯარმის მშვენება და სიმდიდრეა.

ცოტა რამ  უჯარმის ისტორიული წარსულიდან

უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა .მის გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და მისი ვაჟიშვილი დაჩი. 914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. XII   საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ და თავის განძთსაცავად აქცია. მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა ბატონობამ  და  საქართველოს დაშლამ სამეფო-სამთავროებდ დასცა უჯარმის მნიშვნელობა და ერთ დროს აყვავებული ქალაქი პატარა დაბად აქცია.

ციხე-ქალქი აგებულია მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე. ქალაქს რამდენიმე კარი ჰონდა. ციხის   ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის  ნანგრევები.

 ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც ორსართულიანია. მეორე სართული ვახტანგ გორგასალს დაუშენებია მეხუთე საუკუნეში. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.

ციხის გალავანი გრძელდებოდა  ჩრდილოეთის მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში  თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს  ქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან გასასვლელი დერეფანი.

აღსანიშნავია ის, რომ როდესაც წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობას ქადაგებდა, დროდადრო სხვადასხვა ადგილზე ისვენებდა. წმინდა ნინოს ,,დაუჯდომელში“ ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი ადგილი სადაც მან შეისვენა, იყო უჯარმა.

უჯარმის  თერმულ-მინერალური წყლის  საბადო--იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი ,  სასწაული წყალი

უჯარმის თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე  მოპოვებული მიწისქვეშა მინერალური წყალი  გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის, კერძოდ, სამკურნალო აბაზანების ჩასატარებლად.

იოდ-ბრომიან წყლების სამკურნალო ზეგავლენას პლუს დაბალი მთის ჰავა საუცხოო ეფექტს იძლევა პერიფერიული ნერვული სისტემის და გულ-ისხლძარღვთა  სისტემის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის მიღება დიდხანს არ შეიძლება, მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა   შესაძლებელი.

კურორტ ,,უჯარმაში’’ შემდეგი  დაავადებებისგან იკურნებიან: პილიოსტეოართროზი ,ოსტეოხონდროზი  (მარილების დაგროვება).  სპონიოლიზი,  სპონდილოართროზი,  რევმატიზმი,  რევმოპოლიართრიტი, მიოკარდიოდისტროფია კომპნესაციის სტადიაში, ჰიპორენტული დაავადება I-II , თრომბოფლებიტი, პერ. ნერვული სისტემების დაავადებები (რადიკულიტი) ცენტრ.ნერული სისტემების დაავადებები (ვეგ.დისტონი) საშვილისნოს და მისი დანამატების ქრ. ანთებები. კანის დაავადებები : მშრალი ეგზემა, ფსირიოზი, ენდარტერტი,ჭარბი  წონა.

სანატორიუმი ,,უჯარმა’’

კურორტ  უჯარმაზე ფუნქციონირებს სანატორიუმი.სადაც  დასვენება და  მკურნალობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფენის მოქაალაქისათვის. სანატორიუმი დამსვენებლებს მხოლოდ სეზონურად აღარ მიიღებს. წელიწადის ოთხივე დროს შეძლებს  პაციენტების მიღებას. ორ ადგილიან და ლუქს ნომრებს ემატება ახალი  კეთილმოწყობლი ნომრები აბაზანით, ასევე საუნა და ახალი სამზარეულო.  სანატორიუმის შენობა  კომუნისტების დროსა აშენდა  და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამებოდა,სწორედ ამიტომ იგეგმება  კურორტისა და სანატორიუმის განახლება. თებერვლის თვემდე 3 ვარსკვლავიანი  დონის სასტუმროდ გადაკეთება. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე არის 3 ლუქსის ტიპის და  5 ჩვეულებრივი კოტეჯი. 11 სტანდარტული და 13 ლუქსის ტიპის ნომერი.

ბავშვებისთვის სკვერი, გასართობი ატრაქციონები,  ტენისის მაგიდა.

გამართულია  აბაზენი პროცედურების მისაღებად, პოლიკლინიკა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით – სანატორიუმს ყავს ორი ექიმი, სამი მედდა.

სანატორიუმის დირექციამ, რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა, სასწავლებლად  საზღვარგარეთ გააგზავნა ,რომლებიც უკან დაბრუნების შემდეგ  სანატორიუმში დასაქმდებიან.

სამომავლოდ  ზემოთ  ჩამოთვლილი სიახლეების განხორციელების შემდეგ კურორტი უჯარმა მთლიანად მზად იქნება დააკმაყოფილოს, როგორც ადგილობრივი დამსვენებლის ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პაციენტების  მოთხოვნები.

 სანატორიუმში მკურნალობისა და დასვენების ფასები:

FACEBOOK PAGE: კურორტი უჯარმა - Курорт Уджарма - Resort Ujarma


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.