უკან ბუნებისაკენ X პარკი - ერთ მუჭში მოქცეული სათავგადასავლო სული და თანამედროვე ტექნოლოგიები
სათავგადასავლო პარკი ესაა თოკებისაგან შექმნილი თანამედროვე სპორტულ-გასართობი ქალაქი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის. აქტიური და საოჯახო დასვენების ქართული ბაზრისათვის „თოკების პარკი“ ახალი და დიდწილად ამოუცნობი მიმართულებაა.
ჩვენ მიერ შექმინლი პარკი წარმოადგენს უმცირეს დეტალებამდე გათვლილ და ეფექტიანად მოქმედ კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უსაფრთხოება, საიმედო დაზღვევა, გამორჩეული დიზაინი და მკაფიო ლოჯისტიკა.
თუ დავაკვირდებით უკანასკნელ წლებში მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში გამოკვეთილ ტრენდებს, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასე ხასითდება -„უკან ბუნებისაკენ“. სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, საუკეთესო პერსპექტივები აქვთ ისეთ ტურისტულ და რეკრეაციულ ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია ბუნებაში ან ბუნებრივ წყაროებთან ახლოს. „ეკოლოგიური“ (eсo), ნატურალური (natural), ორგანული (organic), მწვანე (green) – ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებელ და გასართობ ობიექტს ეძებენ.
მართლაც, ყველაზე მეტად ეს სიტყვები მიესადაგება ფშავში, არაგვის თვალწარმტაც ნაპირებზე, ჭალის ხეებზე გადაჭიმულ ახლადშექმნილ სათავგადასვლო პარკს.
მსოფლიოში შექმნილი პირველი ასეთი პარკები სწორედ, ტყეში, ხეებზე იქმნებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან ხის ღერო ყველაზე ბუნებრივი, გამძლე, სანდო, საკმაოდ ხისტი და საკმარისად დემპფერული (რხევების ჩამხშობი) საყრდენია ნებისმიერი საჰაერო კონსტრუქციისათვის. ამიტომაც ხეებზე გაჭიმულ თოკების პარკში დაბრკოლებები ყველაზე უფრო ავთენტურად და მიმზიდველად გამოიყურება, თანაც, ამის გამო, ისინი განსაკუთრებულადაა მიახლოებული ნამდვილ სათავგადასავლო სულთან.
ჩვენს პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულისა და დიზაინის 4 ტრასა: ორი ბავშვებისათვის, ხოლო ორი ზრდასრულთათვის. საბავშვო ტრასებზე 8-8 დაბრკოლებაა, ხოლო მოზრდილებისაზე – 14-14. ამის გამო ჩვენთან სტუმრობა საინტერესოა ყველასთვის, მიუხედავად ასაკისა, დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული ოჯახებითა და ხანდაზმული ადამიანებით. აქვე ფუნქციონირებს ჯომარდის ბაზა, რესტორანი და ბარი.
კომპანია „სათვაგადასავლო პარკის“ მარკეტინგის მენეჯერი თათა ყუფარაძე