ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უკრაინა ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებს ეცნობა
11 აგვისტო, 2017

ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეცნობა. ტურიზმის სფეროს კურატორი მიხაილ ტიტარჩუკი საქართველოში უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად იმყოფება.

გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები და ვიზიტორების ნაკადი- ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ მიღწევებითა და შედეგებით არის დაინტერესებული, რასაც საქართველომ ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში მიაღწია.

უკრაინელ კოლეგას მასპინძლობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უწევს.

ვიზიტის ფარგლებში მიხაილ ტიტარჩუკი ბათუმსა და თბილისს დაათვალიერებს, უკრაინელი ჟურნალისტები კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.