ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
24 აპრილი, 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე, წყალტუბო, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს. თბილისსა და ქუთაისში უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

ინფო-ტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

“უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს, მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები.

ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ ტურ-ოპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.” – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.