ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს – ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია
02 მარტი, 2022

უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობები.

უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო საცხოვრებლით, საკვებით.

ტურისტებს, რომლებსაც გაქვთ სერვისით სარგებლობის საჭიროება, გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე 144-3

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.