UNDP, იაპონიის საელჩო და ეროვნული სატყეო სააგენტო წარადგენენ ანიმირებულ მანგას ტყის დაცვის შესახებ
ტყე ჩვენი მეგობარია. მას უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამ მოწოდების ირგვლივ აგებულია ახალი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. ანიმაციის პირველი ჩვენება 25 ნოემბერს გაიმართა.
ანიმაციური ფილმი „ტყე ჩემი მეგობარია" გადაწყვეტილია კლასიკური იაპონური მანგას სტილში. მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ფილმის გმირები - მეომარი გოგონა და მეომარი ხე, ერთმანეთს ბრძოლის ველზე გაიცნობენ, სადაც ადამიანებსა და ტყეს შორის ომი მიმდინარეობს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთან, ისინი ბევრ საერთოს აღმოაჩენენ, დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ, რომ ერთად იპოვონ ადამიანებსა და ტყეს შორის დაკარგული კავშირი.
commersant.ge