ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
UNDP-მ მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
21 სექტემბერი, 2021

UNDP-მ მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენის ვადა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთია.

კონკურსის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა. პრიორიტეტულია არსებული ბიზნესის გაფართოებასთან და/ან გაძლიერებასთან დაკავშირებული იდეები.

ერთ ბენეფიციარზე ტექნიკური დახმარების მოცულობა არაუმეტეს 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ტექნიკა, აღჭურვილობა ან მასალები უნდა იყოს.

საგრანტო კონკურსის ინიციატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ფერმერ ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.