ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიაზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.
ამასთანავე, იქმნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია, საერთაშორისო ცენტრი თბილისში, რომლის დამფუძნებლები ბიზნესის წარმომადგენლები და ათი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი გახდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 11:00 საათზე საქართველოს ბიზნესასოციაციაში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის აღმასრულებებლი დირექტორი ომარ ვალდესი და შვეიცარული სკოლა SHL – ის ვიცეპრეზიდენტი ტიმო ალბიეზი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრებიან.
„სკოლა წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს ტურიზმის სფეროში, რომლებიც ავტმატურად დასაქმდებიან.
განხორციელდება ლექტორების მომზადების პროგრამები საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
იგეგმება საინვესტიციო ფორუმების ორგანიზება, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
აკადემია შეასრულებს რეგიონული ჰაბის როლს.
შერჩეულ მიმართულებებში ცენტრი იქნება მსოფლიოში ერთადერთი, უპირობო ლიდერი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.