ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან
23 მარტი, 2022

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:

ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი.

არავაქცინირებული მოქალაქე: განთავისუფლდა  PCR-ტესტის წარმოდგენისგან.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.