ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უქმეებზე სასტუმროების დატვირთულობით კვლავ კახეთი ლიდერობს – TBC Capital
16 ნოემბერი, 2020

ნოემბრის სამომავლო დატვირთულობა ზღვისპირა სასტუმროებში 1%-ს შეადგენს, თბილისში და სხვა რეგიონებში 5%-ს, ხოლო კახეთის სასტუმროებში 6%-ს, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მომიხილვაში, 11 ნოემბერს 26 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით არის აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, ნოემბრის დატვირთულობა 1 პროცენტული პუნქტით გაზრდილია სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისის, კახეთის და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის – არ შეცვლილა.

“გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა თბილისში და სხვა რეგიონებში შემცირდა, ხოლო კახეთში და ზღვისპირეთში გაიზარდა.

დატვირთულობამ ზღვისპირეთში 5% შეადგინა, თბილისში – 6%, სხვა რეგიონების – 15%; კახეთის სასტუმროებში კი 38%;

არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს”, – აღნიშნული TBC Capital-ის მიმოხილვაში.

კვირის მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ 3-9 ნოემბრის პერიოდში რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შუა ივნისის დონეს ინარჩუნებს. მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით შემცირდა და 3-9 ნოემბრის პერიოდში წელი წელთან შედარებით -77% შეადგინა, რესტორნებში კი უნაღდო დანახარჯების ცვლილება -42%-ია.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.