ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ურეკის ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება
27 მაისი, 2019

წელს ურეკი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურის გარეშე შეხვდება. ტენდერი, რომელიც ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

როგორც ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თამაზ ლომჯარიამ BM.GE-ს განუცხადა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად დრო დაახლოებით ერთი წელი აქვს.

ლომჯარიას თქმით, მიმდინარე სამუშაოები გარკვეულ უხერხულობას შექმნის, თუმცა შერჩეული იქნება ისეთი ლოკაციები, სადაც დამსვენებელს დისკომფორტი არ შეექმნება.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც მუნიციაპლური განვითარების ფონდი აფინანსებს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბულვარს, მოწყობა ველობილიკი, მოსასვენებელი სივრცეები, შეიცვლება განათება, მოეწყობა საპირფარეშოები, საშხაპეები და ქუჩებიდან ბულვარზე გასასვლელი ბილიკები.

როგორც თამაზ ლომჯარია აცხადებს, წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ურეკში რამდენიმე 2-3 სართულიანი სასტუმრო შენდება და ჯერ კურორტს მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტები არ აქვს.

“მსხვილი ინვესტიციების განხირციელებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ უწყობს ხელს”, – აცხადებს ლომჯარია.

ტურისტული სეზონი ურეკში 15 ივნისიდან გაიხსნება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.