ურეკში თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ბულვარის მოწყობა იგეგმება. კურორტზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს როგორც ურეკის ბულვარის, ასევე მისი მიმდებარე ქუჩების და ბულვარზე გასასვლელების მოწყობის და რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
პროექტის ფარგლებში ბულვარში ცენტრალურ შესასვლელში იქნება მოედანი; მოეწყობა საფეხმავლო გზა და ორზოლიანი ველო-ბილიკი; საშხაპეები; მოსასვენებელი ფანჩატურები; სკამები.
დაგეგმილია ბულვარის გამწვანება, სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა, გაკეთდება ფრენბურთის მოედანი დამოედნები სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის პლაჟზე. გარდა ამისა, პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცის შესაქმნელად სეზონური ხასიათის აღჭურვილობების მონტაჟის შესაძლებლობა; ლანდშაფტის კეთილმოწყობა, მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა.
პროექტით გათვალისწინებული სარესტავრაციო ქუჩების საერთო სიგრძე 4800 მეტრია, საპროექტო ბულვარის და ქუჩიდან ბულვარზე გასასვლელი გზების საერთო სიგრძე 3500 მეტრი.
www.travelingergia.ge