კომპანია „შატო ატენს“ ღვინოები ექსპორტზე ამერიკაში გააქვს. კომპანია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კომპანიამ პირველი პარტია ექსპორტისთვის უკვე დატვირთა.
„შატო ატენის" მფლობელი სოსო ვანიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ამბობს, რომ წელიწადნახევრიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. ღვინის პირველი პარტია სატვირთო მანქანებში უკვე დატვირთეს და პორტისკენ გაგზავნეს.
ექსპორტზე “ხიდისთური", “ატენური", “ჩინური" და ,,თავკვერია" წარდგენილი. სოსო ვანიშვილმა ,,შატო ატენი" 2016 წელს დაარსა. ვენახი კი, 2010 წლიდან გააშენა.