ევროპაში ყველაზე მაღალდასახლებული სოფელი და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - უშგული კიდევ ერთხელ მოექცეა საერთაშორისო ავტორიტეტული მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად სვანეთის ამ ულამაზესი სოფლით და იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობით ,, Wall Street Journal", და "National Geographic" დაინტერესდა.
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდი ბრიტანეთიდან სქართველოს პრესტური ეწვია. ტურის ფარგლებში მომზადდება მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სტატია, რომლებიც "Wall Street Journal", "National Geographic" და "Star Airlines" ვებ-საიტებსა და სოციალურ მედიაშიგათავსდება.
ტურში 6 სტუმარი მონაწილეობდა, მათ შორის National Geographic" -ის ჟურნალისტი რობერტ რეიდი, რომელიც თავად ჩაერთო სპეციალურად ამ გადაღებებისთვის ორგანიზებულ დოღში.
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ჟურნალისტებმა ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრები და საოჯახო სასტუმრო გადაიღეს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს , რომ ისეთი გავლენიან გამოცემების ვებსაიტებზე, როგორიცაა Wall Street Journal" და "National Geographic"უშგულის შესახებ დოკუმენტური ფილმის განთავსება, ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას, მსგავსი პროექტები ეხმარებთ პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი მოგზაურობა დაგეგმონ. საერთო ჯამში, კი ეს ტურისტების გაზრდილ ნაკადზე აისახება. ამიტომ ადმინისტრაცია მუდმივად ხელს უწყობს და აორგანიზებს პრესტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.