ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე 46 000 ლარი დაიხარჯება
11 ოქტომბერი, 2018

ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე უტარდება.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მუზეუმის კეთილმოწყობაზე 46 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. შეიცვლება დაზიანებული სახურავი, იატაკი. განახლდება შენობის კედლები, კიბის საფეხურები და მოაჯირები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „კოლხა 2014“ ასრულებს. ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

უშანგი ჩხეიძის სახლს, რომელიც ზესტაფონში ჩხეიძის ქუჩაზე მდებარეობს, სახლ - მუზეუმის სტატუსი 1985 წელს მიენიჭა. მუზეუმში უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლების ფოტოკოლექცია, ასევ პირადი ბიბლიოთეკაა დაცული. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მუზეუმი დამთვალიერებლებს კომფორტულ გარემოში მოემსახურება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.