ბრიტანული The independent საქართველოზე სტატიას აქვეყნებს, ძირითადად კი აღფრთოვანებულია უშგულით, სათაურიც სწორედ ასეთია “უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში”.
ქართულად წერილს ტურიზმის განვითარების ცენტრი აქვეყნებს. ავტორი ნიკ რედმეინი წერს, რომ თბილისში მოხვედრა საკმაოდ ადვილია, რადგან პირდაპირი ავიარეისებია, რეისებია უკვე ქუთაისის მიმართულებითაც.
აღწერს, რომ უშგული ქვეყნის ჩრდილოეთით, შორეულ მთებშია, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება.
სტატიაში ნატქვამია, რომ სვანეთში, რომელიც ზამთრის პერიოდში 6 თვის განმავლობაში, იზოლირებული იყო არ მოქმედებდა არც კანონი, ხდებოდა სისხლიანი გარჩევები, 2000 წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და უსაფრთხოებაც აღდგა.
„ოდესღაც ქვეყნის ყველაზე საშიში გზა მესტიამდე, ამჟამად მოდერნიზებულია. ასევე საჰაერო რეისებითაც არის შესაძლებელი აქ მოხვედრა.“
აღწერიალია სვანეთს ერთ-ერთი უძველესი სოფელი ჟიბიანი, თავისი უძველესი სვანური თავდაცვითი კოშკებით, ვიწრო ლამაზი ბილიკებითა და ხედებით.
სტატიაში ასევე ნახსენებია უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობს გორაზე და გადმოჰყურებს სოფელ ჟიბიანს, უკან კი ულამაზესი მწვერვალი შხარა აკრავს ფონად.
www.travelingeorgia.ge