ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უშგულმა შესაძლოა საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს
10 მაისი, 2021

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანიდან 24 წლის შემდეგ, ზემო სვანეთის სოფელმა ჩაჟაშმა, შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს. როგორც სასტუმრო "უშბა ჰილსის" წარმომადგენელი და "ჭკვიანი სოფელი საქართველოს" დამფუძნებელი, ბექა დადეშქელიანი აცხადებს, მიზეზი მოსახლეობის მხრიდან წამოწყებული უნებართვო მშენებლობებია. მისი თქით, საზოგადოება ამ საკითხს არასერიოზულად უყურებს, რადგან როგორც ადგილობრივები, ისე კერძო სექტორი პასუხისმგებლობას არ იღებს და არც სახელმწიფო ერევა ამ პრობლემის მოგვარებაში.

“აქ ორივე მხარე, იქნება ეს ადგილობრივი, თუ სახელმწიფო სექტორი, დამნაშავეა. უშგულს რომ ჰქონდეს დღეს განაშენიანების გეგმა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთ ენაზე დავიწყოთ საუბარი და გადავარჩინოთ უშგული, რომელიც ჯამში ოთხ თემს აერთიანებს, თუმცა ხელისუფლება ამ ეტაპზე ვერ ახერხებს განაშენიანების გეგმის დამტკიცებას, ხოლო მშენებლობები თუ არ შენელდა, დავდგებით ფაქტის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს დავკარგავთ"-აცხადებს დადეშქელიანი.

შეგახსენებთ, რომ უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა თუ საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. ჩაჟაშთან ერთად უშგულის თემი კიდევ სამ სოფელს აერთიანებს.

სასტუმროების დეფიციტის გამო, მოსახლეობამ ახალი, უმეტესად უნებართვო მშენებლობები წამოიწყო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.