ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უვიზოდ ფიჯისკენ
21 სექტემბერი, 2018

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, - მთავრობებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

1TV-ის ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერაც იგეგმება, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადა ამ დროისთვის უცნობია.

ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი. ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.