ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უხვი რთველი - მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 70 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს
12 სექტემბერი, 2018

11 სექტემბრის მონაცემებით, მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთში 42 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან: 27 000 ტონამდე საფერავი; 9 000 ტონამდე რქაწითელი; 900 ტონამდე კახური მწვანე; სხვადასხვა ჯიში.

რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11 500 ტონა;
ყვარელში - 11 000 ტონა; 
თელავში - 8 000 ტონა;
სიღნაღში - 4 700 ტონა;
დედოფლისწყაროში - 3 200 ტონა;
ახმეტაში - 2 000 ტონა;
ლაგოდეხში - 800 ტონამდე.

„რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.