ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Uzbekistan Airways-ი ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს
05 თებერვალი, 2024

უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი Uzbekistan Airways ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს. პირველი რეისი უზბეკეთის დედაქალაქიდან საქართველოს საზღვაო კურორტზე 29 მაისს შესრულდება, ანუ საზღვაო სეზონის დასაწყისი.

ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Uzbekistan Airways-ი ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს და ფრენებს ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს.

რუსული მედია წერს, რომ ამ მარშრუტით სარგებლობა შეუძლიათ რუს მოგზაურებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ დაისვენონ ზღვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგენილია, ზოგჯერ ტაშკენტში ტრანზიტული ფრენა უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირი რეისით.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.