ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უზნაძეზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი უცნობია
28 ივნისი, 2021

თბილისში, უზნაძის N14-ში  Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. პროექტი არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას  ხორციელდება. საუბარია, ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექის მშენებლობაზე.

როგორც  პროექტის მფლობელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“  დირექტორი გიორგი ჯოხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი 2022 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

ჯოხაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში პროექტის ჩაბარების ვადად 2022 წლის ზაფხულია განსაზღვრული, თუმცა კომპანიამ შესაძლოა აღნიშნული ვადის დაკორექტირების თხოვნით მუნიციპალიტეტს მიმართოს.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 227 ნომრიანი იქნება, ამას ემატება 133 ნომრიანი აპარატამენტი, კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. კომპლექსს კომპანია „ანაგი“ ააშენებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონ დოლარია.

კომპანია „ბეტა ჯგუფი“ 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25%, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25%, რომელიც კომპანია "საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.

რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ: 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სიემსი," 17.5%-ს ბეჟან სამხარაძე, ხოლო 17.5%-ს  ედიშერ მამალაძე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.