ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაკანსია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში
05 დეკემბერი, 2023
პოზიცია: ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.12.2023
 
ძირითადი მოთხოვნები:
 
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან საინჟინრო მიმართულებით;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფრენების მომზადების, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით ან ავიაკომპანიის მართვის სისტემის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიმართულებით განათლების შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება საინჟინრო განათლების შემთხვევაში.
 
ძირითადი ფუნქციები:
 
  • საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა/დოკუმენტების შეთანხმების პროცესების წარმოება;
  • სპეციალური დაშვებების და საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვა/ზედამხედველობა;
  • დოკუმენტაციაში AOC-ში და/ან მის დანართებში ცვლილებების შეტანა;
  • ჩიკაგოს კონვენციისა და EASA-ს მოთხოვნების სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედ მარეგულირებელ დოკუმენტებში ასახვის მიზნით, დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის პროცესში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, შიდა დოკუმენტაციის (პროცედურები, სახელმძღვანელოები, ა.შ.) მომზადებაში მონაწილეობა.
 
შერჩეული კანდიდატს, რომელიც მოცემულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიან გამოცდილებას დააგროვებს და დააკმაყოფილებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო მომზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოწმობა შესაბამისი უფლებამოსილებებით (დაშვებით).
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორის (OPS) რანგში, კანდიდატს დაეკისრება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
 
  • ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
  • საბაზო ობიექტების (საქართველოში, საზღვარგარეთ) ინსპექტირების წარმართვა, რომელიც მოიცავს ავიასაწარმოს საბაზო ობიექტის სხვადასხვა მიმართულებებით ინსპექტირებას;
  • ავიაკომპანიაზე მუდმივი ზედამხედველობა და დადგენილი მოთხოვნების დარღვევების თავიდან ასაცილებელად პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების (RAMP) პროცესებში მონაწილეობა და სხვა.
 
დეტალური ინფორმაციის სანახავად და საკონკურსო განაცხადის შესატანად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82650…
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.