სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის დარგის რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობას, კონტროლს და შესაბამისი მომსახურებების გაწევას.
პოზიცია: აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.02.2024
ძირითადი ფუნქციები:
-
აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლეების განაცხადების განხილვა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის/სიზუსტის შემოწმება;
-
აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლეების შეთანხმებისთვის შესაბამისი გაანგარიშების წარმოება, ოქმისა და წერილობითი კორესპონდენციის მომზადება;
-
აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ნახაზების / რუკების დამუშავება და მომზადება დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
-
კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა სააგენტოში სრულყოფილი განაცხადის/დოკუმენტაციის შემოტანის უზრუნველსაყოფად;
-
შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება (ინფორმაციის შეყვანა / რედაქტირება / მუდმივი განახლება);
-
საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ დადგენილი შესაბამისი სტანდარტების/მოთხოვნების ან/და ცვლილებების გაცნობა და ანალიზი;
-
აეროდორმის/ვერტოდრომის ექსპლუატანტების მიერ დაცვის არეში სიმაღლეების კონტროლის პროცესის ზედამხედველობა, პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა და სხვა.
მოთხოვნები:
-
უმაღლესი საინჟინრო განათლება;
-
საინჟინრო (მშენებლობა, დაპროექტება, გეოდეზიური სამუშაოები) განხრით მუშობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
-
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს: აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
-
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს GIS პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დეტალური ინფორმაციის სანახავად და საკონკურსო განაცხადის შესატანად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/83058…
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.