ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაკის პარკსა და კუს ტბას ერთად კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება
25 ივლისი, 2017

თბილისის მერიის გადაწყვეტილები, ვაკის პარკი -კუს ტბა გაერთიანდება და კულტურული მემკვიდრეობის სტატატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.  

"ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ, რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.