ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას არ დავუშვებთ არც მე და არც ნებისმიერი გუნდი, რომელიც მერიაში მოვა - ხმალაძე
19 მაისი, 2021

ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას არ დავუშვებთ არც მე და არც სხვა ნებისმიერი გუნდი, რომელიც თბილისის მერიაში მოვა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ხმალაძე მიიჩნევს, რომ საკითხი აუცილებლად გადაწყდება, თუმცა ამას დრო სჭირდება.

„ვაკის პარკის შემთხვევაში პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციაა, რომ იქ სასტუმროს ნებართვის გაცემა და სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს. ვფიქრობ, საკითხს გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვს, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ მივედით მხარეები შეთანხმებამდე. სირთულეს მათი მოლოდინები წარმოადგენს, ჩვენი მოლოდინები კი საკმაოდ მტკიცეა და არ შეიცვლება.

ხმალაძე იქნება ვიცე-მერი, თუ სხვა ნებისმიერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ არც მე და არც ნებისმიერი სხვა გუნდი, რომელიც თბილისის მერიაში მოვა. ამიტომ მგონია, რომ გარკვეული დროის შემდეგ აქაც მიიღწევა შეთანხმება და დედაქალაქი ტერიტორიას დაიბრუნებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.