ვაკის პარკში, წლების წინ შეჩერებული სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია
ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. პროექტის განმახორციელებელი კომპანიების შპს „ტიფლის კოსტავას“ და შპს„გრაალის“ ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები სასტუმროს ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით გრძელდება და ამ დროისთვის არაფერი ახალი არ არის. „პროცესი გრძელდება“-ასეთი მცირე კომენტარით შემოიფარგლა გიორგი ზაქაიძე.
როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის დასაწყისში კომპანიის მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, თუმცა, მერიისთვის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია.ამიტომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი პროქტის განმახორციელებელი კომპანიას ადგილმონაცველობას სთავაზობს.
შპს „ტიფლის კოსტავას“ და შპს„გრაალის“ ადვოკატი თემურხონელია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მერია როგორც ადმინისტრაციული ორგანო არ გაურბის სასამართლო გადაწყვეტილებას და მის საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს. „ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც შემოთავაზება და არა სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია“-აცხადებს ხონელია.
კონკრეტულად რა ტერიტორიას სთავაზობს თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის განმახორციელებელ კომპანიებს ამაზე არც თბილისის მერიაში საუბრობენ და არც თავად გიორგი ზაქაიძე.
შეგახსენებთ,სკანდალურად ცნობილ პროექტზე უარი 2015 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო თქვა. დედაქალაქის მერიაში მაშინ „კომერსანტს“ სწორედ ეს დაუსახელეს მრავალმილიონიანი ინვესტიციის შეჩერების მიზეზად.
22 მილიონიანი სასტუმრო „ბუდაპეშტის მშენებელი კომპანიის დირექტორი გიორგი ზაქაიძე მაშინ კომერსანტთან აცხადებდა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა ,რათა კომპანიას მიწის ნაკვეთი ვარკეთილსა და ვაზისუბანში არსებულ რომელიმე სხვანაკვეთზე გადაეცვალა.
მაშინ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფში არ გამორიცხავდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიისადმი გარკვეული ინტერესი არსებობდა და მერია სწორედ ამიტომ უშლიდა ხელს კომპანიას. ვაკის პარკთან დაგეგმილ მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა.
Commersant.ge