დღესდღეობით დაახლოებით, 25-დან 30 მლნ დოლარამდე მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაზე ვმუშაობთ. აქედან ნაწილი მოხმარდება მიმდინარე ვალდებულებების გადაფარვას და ნაწილი ახალი ინვესტიციების განხორციელებას, - ამის შესახებ „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ობლიგაციების გამოშვების შემდეგ "რუმსის" ბრენდი ევროპის ბაზარზე გასვლას აპირებს.
„ევროპის რამდენიმე მიმართულებას, ქალაქს ვუყურებთ, მათ შორის, მადრიდი და ბუდაპეშტი. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებით განვახორციელებთ ობლიგაციების გამოშვებას იმისთვის, რომ ეს თანხები დასაწყისისთვის, კაპიტალისთვის იყოს და მზად ვიყოთ ბაზარზე შესასვლელად. ჩვენ გვინდოდა 2023 წლის ბოლომდე გამოგვეშვა ბონდი, თუმცა ჩვენმა კონსულტანტებმა როგორც „თიბისი კაპიტალმა“ და „გალთ ენდ თაგარტმა“ გვირჩია, რომ გადაგვედო, დაგვეხვეწა და გვემუშავა EBRD-სთან, ADB-სთან და ა.შ. ვისაც დიდი ინტერესი აქვთ, რომ იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველები ჩვენი ბონდის. დაახლოებით, გაზაფხულისთვის ვფიქრობთ ბონდის გამოშვებას და თუ ეს მოვახერხეთ წლის ბოლომდე იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ რესტორნით და შემდეგ უკვე სასტუმროს დავაშენებთ. გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად განვახორციელოთ და ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
შეგახსენებთ, "რუმს ჰოტელი" "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.
bp.ge