ვალერი გელაშვილის კომპანიამ სურამში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ნებართვა მიიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის კომპანია "ივერიამ", რომელიც სურამში დასასვენებელ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო.
მისივე განცხადებით, 1-2 თვეში დიდი ალბათობით მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
როგორც დასასვენებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის კოტეჯების, 60 ნომრიანი სასტუმროს ტიპის პანსიონატის და მისი დამხამრე ნაგებობების მშენებლობა.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე.დასაგეგმარებელი ტერიტორიის საერთო ფართობი: 8748 კვ.მ-ს შეადგენს. ნაკვეთის ფართობი: 22305 კვ.მ-ი.
როგორც რამდენიმე თვის წინ „ივერიაში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, კომპლექსში არსებული სასტიმრო იქნება სანატორიუმის ტიპის, გათვალისწინებულია სამედიცინო კუთხითაც.
დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანია „ივერიაა“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ვალერი გელაშვილია.
business-partner.ge