ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვარციხეში საუკუნის წარმოება აღდგება - „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ კონიაკის და ღვინის ჩამოსხმას იწყებს
16 იანვარი, 2018

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ ვარციხეში კონიაკისა და ღვინის ადგილზე ჩამოსხმას გეგმავს. როგორც საინფორმაციო სააგენტო GBC-თან კომპანიის დამფუძნებელი ზაალ დუგლაძე ამბობს, ობიექტში 2 მლნ-ის ინვესტიცია უკვე განხორციელებული მომავალი 2 წლის განმავლობაში კი ინვესტიციების მოცულობა 3 მლნ-ით გაიზრდება.

პროექტი ხულისმობხ  მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტის მოწყობას,  გაკეთდება სადეგუსტაციო დარბაზი, წარმოება და ჩამოსასხმელი ხაზი. ამ დროისთვის კომპანია  კონიაკს თბილისში ასხამს.

როგორც ზაალ დუგლაძე GBC-თან ამბობს,  ტურისტების დიდ ნაკადს ელის, ასწლოვან ისტორიასთან ერთად ვარციხის კოპლექსს  ადგილმდებარეობაც ხელსაყრელი აქვს, 20 კმ-ში საირმეა, 3 კმ-ის დაშორებით ქუთაისის აეროპორტი და  და 700მ-ის დისტანციაზე ავტობანი. თანაბარი  მანძილია თბილისამდე და  ბათუმამდე.  

სააგენტო დასძენს, რომ საქართველოში პირველად, ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო "ცოლიკაური". იქაური ღვინომასალისაგან გამოხდილი სპირტით ვახტანგ ციციშვილმა, საუცხოო კონიაკი "ვარციხე" შექმნა. მანამდე მის წინამორბედს კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი საფრანგეთიდან ჩამოუტანია.

კომპანია ღვინის საწარმოს აშენებას სანავარდოშიც (ყვარლის რაიიონი) მალე დაიწყებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.