თუ სამცხე-ჯავახეთში არ ყოფილხართ და მესხური სამზარეულოს გემო არ გაგისინჯავთ, მაშინ საქართველოს შესახებ არაფერი გცოდნიათ! ეს მხარე განსაკუთრებული სტუმართ-მასპინძლობით გამოირჩევა, რაც მათ მიერ შექმნილ ტრადიციულ კერძებშიც ნათლად ჩანს. მათი გემო და არომატი ნებისმიერ სტუმარს შეაყვარებს მესხურ სამზარეულოს.
ამ არომატის ბოლომდე შეგრძნობა „ვარძია რეზორტში“ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ადგილზე სადაც შეგიძლიათ თან დაისვენოთ, თან გაერთოთ, თან დაკავდეთ უამრავი აქტივობით და თან რა თქმა უნდა გაუსინჯოთ გემო მესხურ სამზარეულოს.
საქართველოში რომ სუფრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეს ყველა სტუმარმა თუ ადგილობრივმა ძალიან კარგად იცის, სუფრაზე კი ღვინო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაშიც დამერწმუნებით.
„ვარძია რეზორტი“ აქამდეც მუდმივად ანებივრებდა სტუმრებს ნაირ-ნაირი სიახლეებით, მაგრამ ეს სეზონს განსაკუთრებული აღმოჩნდა…
წელს სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს მარანიც დახვდებათ… ტრადიციულ მესხურ სტილში შესრულებული ინტერიერითა და ექსტერიერით, რომელიც სასტუმროს ნებისმიერ ნაწილს საოცრად ერწყმის.
საქართველო მრავალი წელია ვაზის სამშობლოდაა წოდებული, ჩვენთან უამრავი ჯიშის ვაზის ჯიში ხარობს, შესაბამისად ღვინის უამრავი სახეობა გვაქვს.
სწორედ ამ უამრავი სახეობის ღვინოს გთავაზობთ „ვარძია რეზორტის“ თავის მარანში. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ შეხვდებით მესხურ ტერასებზე მოყვანილი უძველესი ვაზის ჯიშებიდან დაწურული ღვინოს.
სასტუმროს მარანში უამრავი ახალი გემოსა და არომატის აღმოჩენა შეგეძლებათ. ადგილზე როგორც დეგუსტაცია, ასევე ნებისმიერი ღვინის ყიდვა იქნება შესაძლებელი.
ეს უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომლებიც ჩვენი ღვინით აღფრთოვანებულები ხშირად საკუთარ ქვეყანაში ბოთლ ღვინოს „გააყოლებენ“ ხოლმე.
„ვარძია რეზორტი“ თავის სტუმრებს მუდამ საუკეთესო მომსახურებით, კარგი გარემოთი და მესხური გემოთი ხვდებოდა, ამ ჯადოსნურ ჯაჭვს მარნის სახით კიდევ ერთი რგოლიც დაემატა და მეტად სრულყოფილი გახდა.
ასე რომ, მათ ვისაც საკუთარ ქვეყანაში ახალი ადგილების აღმოჩენა უყვართ, ან უკვე აღმოჩენილი ადგილებით ტკბობა, ესტუმრეთ „ვარძია რეზორტს“ გაუგეთ გემო სამცხე ჯავახეთს, მესხურ სამზარეულოსა და უკვე უამრავი სახის ღვინოს!