ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ვარძია რეზორტი“ სტუმრებს ახლა უკვე ოთხი სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს – სასტუმრო კომპლექსი 5 მარტს გაიხსნა
06 მარტი, 2019

ამ დრომდე თუ სასტუმრო “ვარძია რეზორტი” მხოლოდ სამ სეზონზე ფუნქციონირებდა, 2019 წლის გაზაფხულიდან ის დამსვენებლებს ზამთრის სეზონზეც მოემსახურება.

„ვარძია რეზორტში“ ახალი სეზონი 5 მარტს გაიხსნა და სივრცეში თქვენ ბევრი საინტერესო სიახლე გელით. მათ შორის – სპა ცენტრი, გასართობი ცენტრი, გარე საცურაო აუზები, საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, სადაც შეგიძლიათ უგემრიელესი მესხური, ტრადიციული ქართული და ევროპული სამზარეულო დააგემოვნოთ.

 

„ვარძია რეზორტი“ ახალ სეზონზე სტუმრებს განახლებული სერვისებით ხვდება:

⁃32 ნომრიან სასტუმროს დაემატა 1 მაღალი კლასის აპარტამენტი და 3 ეკონომიური ფასის კოტეჯი, რომელიც თქვენი გიდებისთვის და მძღოლებისთვის შეგიძლიათ დაჯავშნო

⁃50 სტუმრისთვის გათვლილ საკონფერენციო დარბაზს დაემატა შეხვედრების ოთახი, რომელიც გათვლილია 40 სტუმარზე და აღჭურვილია შესაბამისად.

⁃სასტუმრო კომპლექსში მისულ სტუმრებს შეუძლიათ 2 ღია აუზით, გასართობი ცენტრით, სათამაშო მოედნით და კარაოკე ბარით სარგებლობა.

⁃ბუნებრივი ლანდშაფტისა და იდეალური გარემოს გარდა, 2019 წლის გაზაფხულიდან რეზორტს დაემატება მარანი სადეგუსტაციო დარბაზით, რომელიც საშუალებას მისცემს სტუმრებს დააგემოვნონ მესხურ ტერასებზე გაშენებული, უნიკალური მესხური ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ტრადიციული ღვინო.

 

შეგახსენებთ რომ სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც მესხური და ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო.

 

ამასთან ერთად “ვარძია რეზორტი” გთავაზობთ კულინარულ მასტერკლასებს, რაც გულისხმობს სამსაუკუნოვან მესხურ ქვის ფურნეში მესხური ხაჭაპურისა და ქადის გამოცხობას. მასტერკლასის ფარგლებში სტუმრებს ასევე შეუძლიათ ჭანჭურისა და თუთის ბადაგში ამოავლონ ჩურჩხელა, მონაწილეობა მიიღონ არყის ხდის პროცესში და ჩაშუშული ხინკლის მოხვევაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.