ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს აშენებას გეგმავს,- ამის შესახებ ბიზნესმენმა BM.GE-ს განუცხადა. როგორც ორჯონიკიძე ამბობს, სასტუმრო 120 ნომრიანი იქნება და სრულიად იქნება ვარძიის კულტურულ თაბისებურებზე მორგებული. მისი ინფორმაციით, სასტუმრო იქნება შეფენილი ვარძიის ერთ-ერთ ფერდობზე. ხოლო რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ორჯონიკძე ამბობს, რომ პროექტი უკვე იწყება, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები კომპანიას უკვე დასრულებული აქვს.
“ჩვენ თბილისში ჯერ-ჯერობით დიდი ახალი კომლექსების მშენებლობას არ ვაპირებთ. უახლოესი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის სასტუმრო ვარძიაში, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით შეთანხმებას ექვდემდებარება, რადგან ეს არის ეს არის განსაკთრებული ზონა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით რომ ეს არის შეიძლება მსოფლიოში პირველიც მიწისქვეშა სასტუმრო. ხალხმა პრაქტიკულად უნდა იცხოვროს ისეთ სასტუმროში, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ვარძიაში, უფრო კომფორტულ პირობებში., მაგრამ ცხოვრების წესი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი. ამ პროექტს ჩვენ ახლა ვიწყებთ, მოსამზადებული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.ეს იქნება სასტუმრო დაახლოებთ 120 ნომერზე, ძირითადად შეფენილი იქნება ფერდობზე, რომელიც დგას ზუსტად იმ ღერძზე სადაც სალოცავია. ჩვენ ალბათ უახლოეს პერიოდში ამ პროექტის პრეზენტაციას განვახოერციელებთ ვარძიის ხევში. გვაქვს პრეტენზია გაკეთდეს მესხური სოფელი, ვარძიის წინ”-აცხადებს Rezid Holding GmbH-ის გენერალური დირექტორი სოსო ორჯონიკიძე.