კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში ვარძიის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობაზე იტყობინება.
ანთიძე წერს, რომ ვარძიის გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება.
"რამდენიმე დღის წინ ვარძიის ერთ-ერთი გამოქვაბულის პრობლემური ადგილი, თანამედროვე შტრიხებით გამაგრდა. გამაგრება დროებითია, მაგრამ საინტერესო... ეს კინსტრუქცია კლდის დიდ მასას აკავებს, მის სრულ გამაგრებამდე. გამაგრება განხორციელდება ჩაანკერების მეთოდით. სააგენტოს პროექტი, დამფინანსებელი ფონდი "ქართუ", - წერს სააგენტოს დირექტორი.
www.travelingeorgia.com