ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
11 დეკემბერს, ნიკოლოზ ანთიძე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა.
13 დეკემბერი, 2015

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ანთიძემ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.

11 დეკემბერს, ნიკოლოზ ანთიძე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა. 2015 წელს, ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ახალი იარუსი (ათი გამოქვაბული, აქედან ორი დარბაზული ტიპის და სამეურნეო დანიშნულების ოთახები), ჩატარდა კლდის გამაგრებითი სამუშაოები,ნაშალი ქვისგან გაიწმინდა სამრეკლოს და „საპატარძლოს“ მიმდებარე ტერიტორია,დამთვალიერებელთა უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა ქვის დამჭერი ბადე, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დასრულდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (ლონდონის კურტოს ინსტიტუტი) ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრობის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა მეტეო და სეისმო სადგურები, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ.

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე თისელის ეკლესიაზე, საფარის სამონასტრო კომპლექსზე და შორეთის სამონასტრო კომპლექსზე.

საფარის სამონასტროკომპლექსი(XIIIსს) ახალციხიდან სამხრეთ - აღმოსავლეთით 12 კმ.-ში მდებარეობს. მონასტერი განვითარებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და იგი მოიცავს: მიძინების დარბაზულ ეკლესიას, წმ.საბას გუმბათიან ტაძარს, ორსართულიან სამრეკლოს, მცირე სამლოცველოებსა და წმ.გიორგის ეკლესიას.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია სამონასტრო კომპლექსის მთავარ, წმ. საბას სახელობის გუმბათიან ტაძარს ჩაუტარდა. რეაბილიტაციის შედეგად ტაძარი სრულად არის აღდგენილი.

თისელის ეკლესია (IX-Xსს,XIV-XVსს)ახალციხეში, სოფელ თისელთან 1,5კმ.-ში მდებარეობს. ეკლესია ისტორიული სამცხის მეექვსე გუმბათიანი ნაგებობაა.ჯვარ - გუმბათოვანი ეკლესია ტყეში მდებარეობს, ტაძრიდან აღმოსავლეთით ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში დარბაზული ეკლესია და სამონასტრო კომპლექსია განლაგებული, სხვადასხვა დანიშნულების დანგრეული ნაგებობების სახით. შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის გალავნის ნანგრევებიც.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასავლეთ მკლავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა : აღდგენილიაკედელი და თაღები (თლილი ქვით), ასევე დასავლეთ მკლავის ორი სამრეკლო და შიდა ფასადი,მოეწყო დროებითი გადახურვა.

შორეთის სამონასტრო კომპლექსი (XIV სს) ოთხი ისტორიული პროვინციის : სამცხის,ჯავახეთის, თორის და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძის ხევში, დაბა ასპინძიდან 11კმ.-ში მდებარეობს.შორეთის სამონასტრო კომპლექსის,2015 წლის სახეილმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა - გამაგრდა საძირკველი, გადაეწყო და გამაგრდა ჩრდილოეთის კედელი.

13.12.2015 წელი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.