ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაშლიჯვარში ესტაკადის მშენებლობა დაიწყო
09 აგვისტო, 2018

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. ასევე, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები კი, 24 საათის განმავლობაში იწარმოებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.