დღეს, კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია – Dinner in the Sky Georgia გაიხსნება.რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky-ის ანალოგია.
პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.
როგორც bm.ge-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.
შეგახსენებთ: Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.
BM.GE